

პარტნიორები



www.lsgindex.org
ღია საგანმანათლებლო რესურსი
სიახლეები
MUSQAT
მუნიციპალური
სერვისების
ხარისხის
შეფასების
ინსტრუმენტი






ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

ელექტრონული მმართველობა

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება
თვითმმართული სასწავლო კურსი
რეგიონული განვითარების პოლიტიკის საფუძვლები
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სასწავლო პროგრამა მუნიციპალიტეტებისათვის
იხილეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის მოხელეებისთვის და მოიცავს 10 მოდულს.
ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების გზამკვლევი
წარმოგიდგენთ “ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავების გზამკვლევს”.
გზამკვლევი გულისხმობს მუიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების თანამონაწილეობით მიდგომას, რომელიც ითხოვს, როგორც მუნიციპალიტეტის ფინანსური და დარგობრივი სამსახურების თანამშრომლობას, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომში ჯანდაცვის სამინისტრო), დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ეფექტურ კოორდინაციასა და კომუნიკაციას.
თვითმმართველობის მოხელეთა პროფესიული განვითარების ინტერმუნიციპალური მოდელი
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის: ,,რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD)“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შეიმუშავა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (აეგ) სფეროში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა პროფესიული განვითარების ინტერმუნიციპალურ მოდელი.
მოდელი ეფუძნება მოხელეთა პროფესიული განვითარების სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ პრინციპს და ითვალისწინებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სფეროში სასწავლო პროგრამების ელექტრონული ტენდერის საშუალებით ერთობლივი შესყიდვის ორგანიზებას.
სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერ სფეროში სასწავლო პროგრამების მომსახურების შესყიდვისთვის, სადაც მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა მიზანშეწონილია ასეთი პროგრამებისთვის დადგენილი მონაწილეთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ერთ მოხელეზე გაწეული დანახარჯების შესამცირებლად.