01. შესავალი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის. განვითარების პრაქტიკოსებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა მიერ იგი კონცეპტუალიზებულია როგორც ეკონომიკური ზრდის ტრადიციულ მიდგომათა ალტერნატივა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ, მაგალითად, მშპ-ს მაჩვენებლით ასახულ ეკონომიკურ ზრდას, არამედ განვითარებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს, დემოკრატიასა და ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

კურსი განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის და მოიცავს შემდეგ საკითხებს: აეგ თეორიული ასპექტები; კავშირი განვითარების სხვადასხვა დონეებთან; აეგ-ში ჩართული მხარეები და მათი როლი; აეგ მხარდამჭერი ინსტრუმენტები; ქალაქების რევიტალიზაცია; აეგ დადებითი მაგალითები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin