მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების სახელმძღვანელო MUSQAT

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების სახელმძღვანელო წარმოადგენს მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების უნივერსალურ ინსტრუმენტს. სახელმძღვანელო შემუშავებული და ადაპტირებულია საქართველოს მუნიციპალიტეტების შეფასებისთვის.

სახელმძღვანელოზე მუშაობისას შესწავლილ იქნა მუნიციპალური მომსახურების ბენჩმარკის და სტანდარტების დამდგენი სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის მუნიციპალური მომსახურების შეფასების ISO-ს სტანდარტები, აგრეთვე ზოგადი შეფასების ჩარჩო – საჯარო ორგანიზაციების თვითშეფასებით გაუმჯობესების ჩარჩო CAF 1 , გაანალიზდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები მუნიციპალურ მომსახურების მინიმალური სტანდარტების შესახებ, ჩატარდა ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები სხვადასხვა დარგის (გარემოს დაცვა, სოციალური,საზოგადოებრივი ჯანდაცვა) სპეციალისტებთან, მუნიციპალიტეტების, სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციის წარმოადგენლებთან.

ვრცლად >>