ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სასწავლო პროგრამა - Local Economic Development (LED)

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პროფილის მოხელეებისთვის და მოიცავს 10 მოდულს. პროგრამა საშუალებას მისცემს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკული უნარები ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროცესების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების საკითხებში.

მოდულების მიწოდება შესაძლებელია, როგორც ერთიანად ასევე განცალკევებულად. თითოეული მოდული დამოუკიდებელი სასწავლო კურსია და მოიცავს სილაბუსს, საკითხავ მასალას, სავარჯიშოების რვეულს, ცოდნის შეფასების ტესტებს და ტრენერის პრეზენტაციებს. 

მოდულები მოიაზრება ადგილობრივი თვითმმართველობების პროფესიული განვითარების დამატებით პროგრამებად, რომლებსაც მუნიციპალიტეტების შეისყიდიან კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი მიმწოდებლებისგან.

ცალკეული ტრენინგ-მოდულები შეიქმნა როგორც ღია რესურსი დაინტერესებული სასწავლო დაწესებულებებისთვის. მსურველ დაწესებულებებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ და ისარგებლონ შესაბამისი მოდულით.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED)

კვლევა

 

ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროებათა კვლევა – ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში შესაძლებლობების გაძლიერებისთვის

 

თვითმმართველობის მოხელეთა პროფესიული განვითარების ინტერმუნიციპალური მოდელი

პარტნიორები

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სასწავლო პროგრამა მუნიციპალიტეტებისათვის შემუშავდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.