09. თანამონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში
კურსი შემუშავებულია ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკური გუნდისთვის. მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების თანამონაწილეობითი პრაქტიკით შემუშავების პრინციპებსა და მეთოდებს. კურსი დეტალურად მიმოიხილავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების აქტორებს, მათ მახასიათებლებსა და გავლენებს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაზე. მონაწილეები შეისწავლიან ჩართულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს. კურსი ორიენტირებულია მოხელეთა კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე.