06. მუნიციპალური ქონების მართვის ეკონომიკური საფუძვლები

ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ფიზიკური კაპიტალია. ადგილობრივი ხელისუფლების ამოცანაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების მიზნებისთვის გამოყენება. კურსი შემუშავებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია მონაწილეების ცოდნისა და უნარების გარღმავება, რათა შეძლონ მუნიციპალური ქონების მიზანმიმართული და გააზრებული გამოყენება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების სტიმულირებისთვის. კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქონების, როგორც საწარმოო ფაქტორის, მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის; საჯარო ქონების კლასიფიკაცია, ფორმირება, მუნიციპალური ქონების შეფასების მეთოდები; მუნიციპალური ქონების განკარგვის ეკონომიკური ასპექტები, საინვესტიციო და სოციალური ვალდებულებების შედგენისა და შესრულების კონტროლი და სხვა.