შეხვედრა MUSQAT-ის საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპზე შერჩეულ ორგანიზაციებთან

დასრულდა კახეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეთა შერჩევის პირველი ეტაპი. 

გამოვლინდნენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული ორგანიზაციები, რომლებთანაც ა.წ-ის 19 და 20 აგვისტოს გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა. 

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების პროცესს და შეიმუშავეს საპროექტო განაცხადები შესაბამის მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესების მიზნით.  

საბოლოოდ, გამარჯვებულები გამოვლინდებიან შესარჩევი კომისიის მიერ საპროექტო განაცხადების განხილვის საფუძველზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია კახეთის რვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერება  მუნიციპალური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგის და შეფასების სფეროში.

საგრანტო კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin