ტრენინგი კახეთის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის (MUSQAT)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის საფუძველზე, კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები:

  • ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის – გურჯაანი
  • საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა) – ლაგოდეხი
  • “კახეთი“ – ახმეტა
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ,,სპექტრი“ – საგარეჯო
  • ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის” – თელავი
  • დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) -დედოფლისწყარო
  • სათემო კავშირი ნუკრიანი – სიღნაღი
  • ახალგაზრდული ცენტრების ასოციაცია, ახალსოფლის „მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“ – ყვარელი

შემდგომი ერთი წლის მანძილზე, ორგანიზაციები  კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში განახორცილებენ მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებას კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტის მეშვეობით. 

გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა ასევე გაიარეს 3 დღიანი ტრენინგი ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ.

პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობა ასევე მოიცავს ადგილობრივი სერვისების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმების მონიტორინგს, საჯარო ღონისძიებებს, პოლიტიკის დიალოგისა და დისკუსიის პლატფორმების შექმნას, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების კამპანიებს,  ადგილობრივი ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობებსა და სხვა.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin