ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი – 2021

წელს უკვე მესამედ “ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი -2021” შეაფასებს ქვექნის ყველა მუნიციპალიტეტს. ინდექსი (www.lsgindex.org) დღეს უკვე კარგად ცნობილი და ქვეყანაში აღიარებული ინსტრუმენტია, რომელიც სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, გაზაფხულზე დაიწყება ყველა თვითმმართველი ორგანოს შეფასება; შეფასების შედეგებზე დაყრდნობით 2021 წლის მუნიციპალიტეტების ღიაობის და ანგარიშვალდებულების ეროვნული ანგარიში მომზადდება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სექტემბერში.

2017 და 2019 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org

პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC),  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.