კვლევა აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის, მუნიციპალიტეტის ორგანოების ადგილობრივ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებსა და პრაქტიკას.
კვლევაში გაანალიზებულია მოქალაქეთა მონაწილეობის, როგორც კოდექსით გათვალისწინებული, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული შემდეგი 10 ფორმა:
- დასახლების საერთო კრება
- პეტიცია
- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
კომისიის სხდომებში მონაწილეობა - ამომრჩეველთან ანგარიშება
- მონაწილეობითი ბიუჯეტი
- საზოგადოებრივი დარბაზი
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანოების ორდონიანი
სისტემა (ქალაქი ბათუმი) - მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო და
შშმ-პირების საბჭო - ღია კარის სხდომა
ანალიზის საფუძველზე იდენტიფიცირებულია მოქალაქეთა მონაწილეობის სფეროში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გამოწვევები და შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები.
კვლევა მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.