ვებინარების ციკლი მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელის შესახებ

გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით დავასრულეთ მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელის შესახებ ვებინარების ციკლი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

ვებინარებში ჩაერთო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 180-მდე წარმომადგენელი. წარმოდგენილი მოდელი შემუშავდა და აპრობირდა CTC – ის მიერ UNDP ის მიერ ინიცირებული და მხარდაჭერილი პროექტის: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარების მოდელის შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში“ ფარგლებში.

შეთავაზებული მოდელი ეფუძნება მოხელეთა პროფესიული განვითარების სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონული თანამშრომლობის პრინციპს და ითვალისწინებს სასწავლო პროგრამების ელექტრონული ტენდერის საშუალებით ერთობლივ შესყიდვას. მოდელი სრულად ადაპტირებულია მოხელეთა პროფესიული განვითარების მოქმედ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და შესყიდვების რეგულაციებთან. რაც მთავარია, მოდელი უზრუნველყოფს სწავლების მიმართულებით დანახარჯების ოპტიმიზაციას, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების შესყიდვასა და მუნიციპალიტეტების მიერ მოხელეთა სწავლების ყოველწლიური გეგმების სრულ რეალიზაციას.

მეტი ინფორმაცია მოდელის შესახებ იხილეთ ბმულზე>>

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin