კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატირების საგრანტო კონკურსი – შეხვედრა გამარჯვებულ ორგანიზაციებთან

დასრულდა კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატირების საგრანტო კონკურსის შესარჩევი ეტაპი.

სულ შემოვიდა 33 განაცხადი და შემფასებელი კომისიის მიერ გამოვლინდა კონკურსში გამარჯვებული 16 ორგანიზაცია.

გამარჯვებული ორგანიზაციები კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში განახორციელებენ ადვოკატირების ინიციატივებს.  პროექტული ღონისძიებები მიმართული იქნება ერთი კონკრეტული მუნიციპალური მომსახურების ხარისხის, ინკლუზიურობისა და/ან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ.

ა.წ-ის 25 თებერვალს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა გამარჯვებულ ორგანიზაციებთან, სადაც მონაწილეები გაეცნენ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან თანამშრომლობის ფორმატს და იმსჯელეს პროექტებს შორის კომუნიკაცია-კოორდინაციის გაძლიერების მექანიზმებზე.

ადვოკატირების საგრანტო კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ ფარგლებში.