კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური დახმარების პროგრამა – გაერთიანებული შეხვედრა

დაიწყო კახეთის მუნიციპალიტეტების ტექნიკური დახმარების პროგრამა  – საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ინტერ მუნიციპალური თანამშრომლობა მოხელეთა სწავლების სფეროში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით, კახეთის  მუნიციპალიტეტები იწყებენ თანამშრომლობას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა პროფესიული განვითარების სფეროში. თანამშრომლობა გულისხმობს საერთო საჭიროების მქონე სასწავლო პროგრამების გამოკვეთას და ერთობლივი შესყიდვის გზით მოხელეთა გადამზადებას, როგორც დამატებით, ისე სავალდებულო სასწავლო პროგრამებში. 

ტექნიკური დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
პროექტის ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი
(MUSQAT)’’ ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin