სამუშაო შეხვედრა: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, იმსჯელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ჩვენი მხარდაჭერით, მოწვეულმა ექსპერტებმა გაანალიზეს კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში კოდექსის მოთხოვნების შესრულების მიმართულებით არსებული საჭიროებები და საკუთარი რეკომენდაციები შესთავაზეს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას.

შეხვედრაზე მონაწილეებმა მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსაზრებები, განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის პრაქტიკა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში და ერთობლივად იმსჯელეს  საკითხის გადაწყვეტის გზებზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT) ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადაფინანსებით.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin