ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თვითმართული ელექტრონული კურსი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პროექტის ფარგლებში შეიქმნა თვითმმართველობის ინდექსის შესახებ თვითმართული ელექტრონულ კურსი, რომლის გავლაც უკვე შესაძლებელია www.tvitmmartveloba.ge-ვებ გვერდზე.

კურსი გათვლილია მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირისთვის.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხეელებს კურსი დაეხმარება საკუთარი მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სფეროში არსებული საჭიროებების დადგენასა და მაღალი სტანდარტის დანერგვაზე მიმართული ღონისიებების დაგეგმვაში.

კერძოდ, კურსი მსმენელებს გააცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს.

სასწავლო მასალა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის არსის,  დანიშნულების და სტრუქტურის განხილვას, მეთოდლოგიის მოკლე მიმოხილვას, თითოეული კრიტერიუმის (103) განმარტებას და თვალსაჩინოებისთვის რეალურ მაგალითებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშველდებულების შეფასების 2017 და 2019 წლების ანგარიშებიდან.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს >>