ადვოკატირების საგრანტო პროგრამის შედეგები

ადვოკატირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 16 ადგილობრივი ორგანიზაცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით კახეთში ახორციელებს ადვოკატირების ინიციატივებს.  წარმოგიდგენთ მორიგ  წარმატების ისტორიებს:

  • სიღნაღში  შშმ პირთა მშობელთა კავშირმა მოიკვლია ზრდასრულ შშმ პირთა საჭიროებები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელა შშმ პირთა და მათ მშობელთა გადამზადების პროგრამები. გარდა ამისა, ორგანიზაციის აქტიური ადვოკატირების შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები შშმ პირთა საჭიროებისამებრ გადაადგილების მხარდასაჭერად. აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებული იქნება შემდეგ წლებშიც.
  • ყვარელში ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციის, ახალსოფლის ცენტრმა ახალსოფელსა და შილდაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხებზე იმუშავა. შედეგად ადგილობრივ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით, ყვარლის მერიასთან ერთად იდენტიფიცირდა და მოწესრიგდა 3 სტიქიური ნაგავსაყრელი. დასუფთავდა ახალსოფლისა და შილდის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიები, დამატებით გამწვანდა ახლად რეაბილიტირებული ახალსოფლის სკვერი.
  • თელავში კავშირი ,,შუამთა“-ს მიერ მომზადდა კვლევა თელავის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმებულ აღმზრდელთა/მასწავლებელთა განათლება და კვალიფიკაციის, მუნიციპალური რესურსებისა და დაფინანსებისა და სკოლამდელი აღზრდის შენობების საინჟინრო, სახანძრო და  სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების შესახებ. კვლევის შედეგები წარმატებით იქნა გამოყენებული თელავის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიის შემუშავებისას.
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორგანიზაციამ ,,ახალი ჰორიზონტი“ ახალგაზრდების ჩართულობით დაიწყო ადვოკატირების კამპანია მუნიციპალიტეტში ტექნოპარკის სერვის ცენტრის გახსნის  მიზნით. აქტიური საინფორმაციო კამპანიის შედეგად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს არსებული გარემო, გაეცნენ ახალგაზრდების ინიციატივებს და შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. შედეგად, დედოფლისწყაროს მერია მზად არის უსასყიდლოდ გამოჰყოს ტერიტორია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სერვის ცენტრის  შენობისთვის. უკვე შერჩეულია 4 სავარაუდო ადგილმდებარეობა და მათგან ერთ-ერთი შეთანხმდება  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin