მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ორგანიზაციამ: საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციამ (საგა) იმუშავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ფარგლებში პერიოდულად ხორციელდებოდა ლაგოდეხის 15 თემში – საველე ვიზიტები სტიქიური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, ურნების საჭირო  რაოდენობის განთავსების და სამშენებლო ნარჩენების უტილიზაციის  კუთხით არსებული პრაქტიკის მონიტორინგის მიზნით.  ამასთანავე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  ნარჩენების მართვის 2017-2022წწ. ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის განახლებისა და გაუმჯობესების მიზნით საგა-ს ექსპერტების მიერ შემუშავებული  და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის შეთავაზებული იქნა რეკომენდაციათა პაკეტი.  შედეგად, ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით, დამტკიცდა ნარჩენების მართვის განახლებული  5 წლიანი გეგმა (2017-2022).

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უკვე გათვალისწინებულია რიგი რეკომენდაციები, მათ შორის: ნარჩენების აღრიცხვის ელექტრონული ბაზებისა და ნარჩენების გატანის ელექტრონული რუკების გამოყენების საკითხები.

საგას გუნდის მიერ მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა ლაგოდეხის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა  და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin