მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ყვარელის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

ყვარელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ახალსოფლის  „მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა“ განახორციელა აქტიური საინფორმაციო კამპანია ეთნიკურ უმცირესობებთან მათი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის შედეგად, ახალგაზრდების აქტიური ნაწილი შეუერთდა მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს.

პროექტის დასასრულს მრჩეველთა საბჭოს ფორმატში გაიმართა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და მერიამ გამოხატა მზაობა ეთნიკური
უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ახალგაზრდული პროგრამები, რომელიც გაჟღერდა ეთნიკური უმცირესობების მიერ, აისახოს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა ყვარლის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.