მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება თელავის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

თელავის ადგილობრივი ორგანიზაცია: ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ მიზნად ისახავდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის ხელშეწყობას თელავის მუნიციპალიტეტში.  პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლევა  ადგილზე მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის პერსპექტივების, ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების შესახებ. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ადვოკატირების მიზნით გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობასთან, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, ცნობიერების ამაღლების მიზნით მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბროშურები და ინფოგრაფიკები და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მენეჯმენტი გამოხატავს მზაობას მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მიერ მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა თელავის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.