მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ახმეტის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ორგანიზაცია: „კახეთი“ მიზნად ისახავდა  პანკისის ხეობის, კერძოდ კი ჯოყოლოს თემის სოფლებში  წყალმომარაგების მიწოდების მომსახურების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ადვოკატირების კამპანია ჯოყოლოს თემის სოფლებისათვის  სასმელი წყლის სათავე ნაგებობის შემოღობვის და წყლის დებეტის გაზრდის მიზნით.  მომზადდა კვლევა: ,,ჯოყოლოს თემის სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის და  წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლემები“-ს შესახებ. საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ადგილობრივ თვითმმართველობასთან. პარალელურად ტარდებოდა საინფორმაციო კამპანია ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ აიღო ვალდებულება, რომ 2022 წელს მოწყობილ იქნას სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, (სადრენაჟე სისტემა) სათვალთვალო და შემკრები რკინა-ბეტონის ჭები, წყალმომარაგების მაგისტრალი და შიდა საუბნო ქსელი.  ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სოფელ ჯოყოლოს სასმელი წყლის სათავისა და მაგისტრალური მილსადენის პროექტი უკვე მომზადებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო ჯგუფის მიერ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასაფინანსებლად წარუდგენს 2022 წელს.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის გუნდის მიერ მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა ახმეტის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin