მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივმა  სათემო კავშირმა: „ნუკრიანი“, 1 წლის მანძილზე იმუშავა ადგილზე ახალგაზრდული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. პროექტული საქმიანობები ორიენტირებული იყო, ერთი მხრივ ადგილობრივი ახალგაზრდების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მონაწილეობის გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ  ადგილობრივ თვითმმართველობასთან ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით ადვოკატირების კამპანიაზე.

შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ზემო ბოდბისა და ვაქირის ახალგაზრდული ცენტრების ფუნქციურ დატვირთვაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები და შესაბამისი საბიუჯეტო თანხების ხარჯვა მოხდება მათი ჩართულობით.  ამასთანვე მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა უკვე გამოყო ბიუჯეტიდან თანხა სამი ახალგაზრდული პროექტის დასაფინანსებლად.

პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის გუნდის მიერ მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით მომზადდა სიღნაღის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin