მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება გურჯაანის მუნიციპალიტეტში

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მხარდაჭერით კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებმა განახორციელეს პროექტები ადგილზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ორგანიზაციამ: „ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის“ 1 წლის მანძილზე იმუშავა ტურისტულ სექტორში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობის საკითხებზე.  პროექტის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი მერიასთან და ჩამოყალიბდება სექტორული თანამშრომლობის პლატფორმა მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაწილეობით. პლატფორმის ფარგლებში განხორციელდა არაერთი შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესების საჭიროებების განხილვისა და შესაბამისი მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.

ამასთანავე აღიწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურისტულ სექტორში  მოქმედი 151 ბიზნესი და მათ შესახებ ინფორმაცია გადაეცა მუნიციპალიტეტს ვებ. გვერდზე განსანთავსებლად.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) გამოყენებით ასევე მომზადდა გურჯაანის მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასებისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმის მონიტორინგის ანგარიშები.

საგრანტო პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.