კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) იმუშავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მენეჯმენტთან, რათა გაეძლიერებინა მათი ცოდნა და უნარები პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო სერვისების ხარისხის მიმართულებით.
შესაძლებლობების გაძლიერების ორდღიანი ტრენინგი მიეძღვნა შემდეგ შესაძლებლობების გაძლიერების ორდღიანი ტრენინგი მიეძღვნა შემდეგ საკითხებს: პოლიტიკის დაგეგმვა და ანალიზი – ძირითადი დეფინიციები, პოლიტიკის ანალიზის ციკლი, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის ინსტრუმენტები, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის ინსტრუმენტები, საჯარო მმართველობის განვითარების ეტაპები და ძირითადი კონცეფციები, შესრულების მართვა და შედეგების ინდიკატორები, ხარისხის მართვა საჯარო სექტორში – საზღვარგარეთისა და საქართველოს გამოცდილება, ხარისხის მართვა მუნიციპალიტეტებში და სხვა.
ტრენინგებისა და ექსპერტული დახმარების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალური სერვისების ხარისხის თვითშეფასების ინსტრუმენტს (MUSQAT) და მისი მეშვეობით პრაქტიკაში განახორციელეს მუნიციპალური სერვისების თვითშეფასება. შედეგებზე დაყრდნობით კი მომზადდა და მერის ბრძანებით დამტკიცდა სერვისების გაუმჯობესების 2 წლიანი გეგმა.
დამატებით, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ჩაერთო ინტერმუნიციპალური პროფესიული სწავლების პროგრამაში და გაერთიანებული შესყიდვის სქემით კახეთის დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტთან ერთად შეისყიდა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამები.
ღონისძიებები განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი’’-ს (MUSQAT) ფარგლებში.