ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უკუკავშირის მექანიზმის დანერგვისა და ადმინისტრაციული საჩივრის პრაქტიკის გაუმჯობესების კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიება

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  ორგანიზებით, 2021 წლის 9 დეკემბერს, ჩატარდა  ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უკუკავშირის მექანიზმის დანერგვისა და ადმინისტრაციული საჩივრის პრაქტიკის გაუმჯობესების კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის ღონისძიება.

კონცეფციაში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული საჩივრებისა და უკუკავშირის არაფორმალური მექანიზმების განვითარების გამოწვევები, მათი გადაჭრის ხედვა და რეკომენდაციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მუნიციპალიტეტების, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.   შეხვედრაზე მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები კონცეფციის გაუმჯობესების საკითებზე, წარადგინეს კონკრეტული წინადადებები და ერთობლივად იმსჯელეს მისი განხორცილების გეგმაზე.

ღონისძიება ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) – მხარდაჭერით.