კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) საექსპერტო ხელშეწყობით კახეთის რეგიონში მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი დაინერგა. კერძოდ, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტმა, თელავის მუნიციპალიტეტის კოორდინაციით, ითანამშრომლა ადამიანური რესურსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში და გაერთიანებული შესყიდვის გზით შეიძინა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების 9 სასწავლო პროგრამა. რვა მუნიციპალიტეტიდან ჯამში გადამზადდა 138 მოხელე.
,,ეს იყო ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რამაც მოხელეთა პროფესიული განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანა. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციულ განვითარებას, მოხელეთა პროფესიონალიზმის ხარისხის ამაღლებასა და კვალიფიციური საჯარო სერვისების მოქალაქეებისათვის მიწოდებას.“ – ელენე ღარიბაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.
უახლოეს პერიოდში CTC-ი გეგმავს მასშტაბურ კონფერენციას, სადაც მოხდება კახეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოს სხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი“ (MUSQAT) ფარგლებში.