2019 წელს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, შეიმუშავა მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების სახელმძღვანელო (MUSQAT). იმავე წელს განხორციელდა სახელმძღვანელოს პილოტი საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში.
2020 წელს, ავსტრიის საჯარო მმართველობის კვლევების ცენტრთან (KDZ) თანამშრომლობით, მოხდა MUSQAT-ის რევიზია და მეორე რედაქციით გამოცემა. იმავე წელს, კახეთის მუნიციპალიტეტებმა, განახლებული სახელმძღვანელოთი განახორციელეს თვითშეფასება და დაამტკიცეს გაუმჯობესების ინდივიდუალური გეგმები.
2021 წელს, CTC-იმ შეიმუშავა გარე შეფასების მეთოდოლოგია MUSQAT-ისთვის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით მოახდინა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გარე შეფასება
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მომსახურების ხარისხის გარე შეფასების ერთიანი, განზოგადოებული შედეგები, ძირითადი მიგნებები და დასკვნები.
ანგარიში მომზადებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი“ (MUSQAT) ფარგლებში.