სახელმძღვანელოს მიზანია მუნიციპალიტეტში ხელი შეუწყოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საქმისწარმოების პროცესში ისეთი მიდგომების და პროცედურების განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიმართ მოქალაქეების ნდობას და ადმინისტრაციული საჩივრების მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითკონტროლისა და გაუჯობესების ინსტრუმენტად ტრანსფორმაციას.
დოკუმენტში შეთავაზებული მიდგომები და პროცედურები ორიენტირებულია მუნიციპალური მომსახურების სფეროში ადმინისტრაციული საჩივრის ხელმისაწვდომობის გამარტივებაზე, ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული გარემოს მოქალაქის საჭიროებებთან ადაპტირებაზე, კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე და ადმინისტრაციული საჩივრის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითკონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბებაზე.
სახელმძღვანელო თანხვედრაშია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის საქმისწარმოების პროცედურებთან, თუმცა ის აქცენტს აკეთებს იმ დამატებითი მიდგომებისა და პროცედურების დანერგვაზე, რომელიც ზემოთ აღნიშნული მიზნების რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას შექმნის.
დოკუმენტი მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.