კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ახორციელებს ექსპერტულ მომსახურებას იმერეთის, ქვემო-ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საჯარო მოხელეთა სწავლების სფეროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
2022 წლის 7 ივლისს გაიმართა პირველი შეხვედრა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტების პირველი პირები, შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებების ხელმძღვანელები.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შეთავაზებულ მოდელს და იმსჯელეს პროცესის შემდეგ ნაბიჯებზე. მათ შორის გამოვლინდა სამივე რეგიონში პროცესის წამყვანი მუნიციპალიტეტი და დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები.