მუნიციპალიტეტებში უკუკავშირის მართვის სახელმძღვანელო

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ შემუშავდა უკუკავშირის მართვის სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის.

სახელმძღვანელოს მიზანია, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ხელი შეუწყოს მომხმარებელთა უკუკავშირის მიღების კოორდინირებული და მდგრადი პროცესის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართულია მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი განსაზღვრავს სახელმძღვანელოში განვითარებული უკუკავშირის ზოგად კონცეფციას, მომსახურების ხარისხის და უკუკავშირის განმარტებას, აგრეთვე სახელმძღვანელოს ძირითად მიზანს და სტრუქტურას. სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი წარმოადგენს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიზანმიმართული მომხმარებელთან უკუკავშირის მოდელის აღწერას და იმ პროცესების განმარტებას, რომელიც უზრუნველყოფს მოდელის დანერგვას და ეფექტურად ფუნქციონირებას.

სახელმძღვანელო მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.