კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) აგრძელებს მოხელეთა უწყვეტი სწავლების ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის მოდელის დანერგვას საქართველოს რეგიონებში. სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონების შემდეგ, 2022 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით, აღნიშნული მოდელი CTC-მ წარმატებით დანერგა იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის 23 მუნიციპალიტეტში.
მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი ეფუძნება მოხელეთა პროფესიული განვითარების სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის რეგიონულ პრინციპს და ითვალისწინებს სასწავლო პროგრამების ელექტრონული ტენდერის საშუალებით ერთობლივი შესყიდვის ორგანიზებას. მისი მიზანია, ერთი მხრივ, სასწავლო პროგრამებისთვის დადგენილი მონაწილეთა მინიმალური რაოდენობის მოთხოვნის დაკმაყოფილება და, მეორე მხრივ, ერთ მოხელეზე გაწეული დანახარჯების შემცირება.