საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკა საქართველოში​

თამარ უზუნაშვილის სამაგისტრო ნაშრომი იკვლევს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკას საქართველოში. განათლების პოლიტიკის დეცენტრალიზაციის განხილვისას აკადემიური ლიტერატურა ძირითად აქცენტს განათლების ხარისხზე გავლენაზე აკეთებს, ხოლო ნაკლებად ფოკუსირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. აღნიშნული ნაშრომი, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის დელეგირებული უფლებამოსილების პრაქტიკის განხილვის საფუძველზე, დეცენტრალიზაციასა და საგანმანათლებლო სფეროში ინფრასტრუქტურულ საკითხებს აკავშირებს ერთმანეთთან. იგი შესწავლილია სამი მუნიციპალიტეტის, გურჯაანის, სამტრედიისა და ქობულეთის, პრაქტიკის მაგალითზე. მუნიციპალიტეტები, რომლებშიც გაფორმებულია დელეგირების ხელშეკრულება, შედარებულია როგორც დროში, ასევე იმ მუნიციპალიტეტთან, რომელშიც მსგავსი ხელშეკრულება არ გვხვდება. შესაბამისად, ერთი მხრივ მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ რა თავისებურებები აქვთ იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებშიც დელეგირება განხორციელდა და მეორე მხრივ, თუ რა განაპირობებს აღნიშნულ თავისებურებებს. კვლევის მიზანს წარმოადგენს საჯარო სკოლების დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პრაქტიკის შესწავლა საქართველოში.

იხილეთ ვრცლად >>