თანამშრომლობა თვითმმართველობასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის სოციალური სერვისების განვითარებისათვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები. თანა-შექმნის პრინციპების გამოყენებით, სიტისის მეთოდოლოგიური და ექსპერტული დახმარებით, ჯგუფებმა განსაზღვრეს ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები. რის შემდეგაც უკვე იმუშავეს კონკრეტული პროგრამების განვითარებაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტში შემუშავდა „ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა.“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კი დაიგეგმა „ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედება. აღნიშნული პროგრამების დანერგვისა და პილოტირების მიზნით თანა-შექმნის ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას აღნიშნული სერვისების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

ინიციატივა განხორციელდა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორიბითა და ევროკავშირის დაფინანსებით. მისი ერთ-ერთი ამოცანაა მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების გაუმჯობესება და ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება სოციალური სერვისების განვითარებისათვის.