ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი

საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების, თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდისა და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით, კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი. ინიციატივის ფარგლებში, კარგი მმართველობის პრინციპებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიქმნა ყოვლისმომცველი მეთოდოლოგია, რომელიც აფასებს საქართველოს მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.