მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების სახელმძღვანელო (MUSQAT) არის  საქართველოში თვითმმართველობის განვითარების კონტექსტის გათვალისწინებით შექმნილი უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევს მუნიციპალიტეტებს, საკმაოდ მარტივად, მოახდინონ საკუთარი სერვისების ხარისხის დიაგნოსტიკა და დასახონ გაუმჯობესების გზები მინიმალურად აუცილებელი სტანდარტების, დოკუმენტებისა და პროცედურების განსაზღვრისთვის. ამასთან, ის ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში, მინიმლური მონაცემების წარმოებას და ანალიზს, რაც აუცილებელია სტრატეგიულ და ოპრაციულ დონეზე დაგეგმვის, მონიტორინგისა და პროგრესის შეფასებისთვის.

სახელმძღვანელოში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი განიმარტება, როგორც შესაბამის სფეროებში სტრატეგიული დაგეგმვის,  პროცესებისა და პროცედურების არსებობა და მუნიციპალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს შესაბამისი მომსახურებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ან მოსახლეობის დაფარვის მასშტაბს. სახელმძღვანელო არ აფასებს სტრატეგიული დოკუმენტების, პროცესების და პროცედურების შინაარს.

MUSQAT-ი მოიცავს ინსტრუმენტის მიზანს და აღწერას, თვითშეფასების მეთოდოლოგიას, თვითშეფასების მატრიცას, რომელიც  4 თემატურ ბლოკში აერთიანებს 27 კრიტერიუმს და  100 ინდიკატორს  (დანართი 1), თვითშეფასების ანგარიშის თარგს (დანართი 2) და გაუმჯობესების გეგმის თარგს (დანართი 3).

სახელმძღვანელოზე მუშაობისას CTC-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა მუნიციპალური მომსახურების ბენჩმარკის და სტანდარტების დამდგენი სხვადასხვა ინსტრუმენტები, მათ შორის მუნიციპალური მომსახურების შეფასების ISO-ს სტანდარტები, საჯარო ორგანიზაციების თვითშეფასებით გაუმჯობესების ჩარჩო CAF; გაანალიზდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები მუნიციპალურ მომსახურების მინიმალური სტანდარტებთან დაკავშირებით; ჩატარდა საკონსულტაციო შეხვედრები სხვადასხვა დარგის (გარემოს დაცვა, სოციალური, საზოგადოებრივი ჯანდაცვა) სპეციალისტებთან, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების,  სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციის წარმოადგენლებთან. 

2019 წელს გამოიცა სახელმძღვანელოს პირველი რედაქცია და მოხდა მისი პილოტირება საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში. პილოტის შედეგების გათვალისწინებით, 2020 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ავსტრიის საჯარო მმართველობის კვლევების ცენტრის (KDZ) ექსპერტებთან ერთად, განხორციელდა სახელმძღვანელოს გადახედვა და მისი მეორე რედაქციის შემუშავება.

მუსკატის ინსტრუმენტის დანერგვა კახეთის რეგიონში ხორციელდება "მედია ცენტრ კახეთთან" თანამშრომლობით.

მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების სახელმძღვანელო

პარტნიორი მუნიციპალიტეტები

პარტნიორი ორგანიზაციები

ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის

Women from Region for Civic Developmemt

მუნიციპალიტეტი:

გურჯაანი

საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა)

მუნიციპალიტეტი:

ლაგოდეხი

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია ,,სპექტრი“

მუნიციპალიტეტი:

საგარეჯო

სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის

მუნიციპალიტეტი:

თელავი

დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (დედოფლისწყაროს ლაგი, LAG)

მუნიციპალიტეტი:

დედოფლისწყარო

სათემო კავშირი ნუკრიანი

მუნიციპალიტეტი:

სიღნაღი

ახალგაზრდული ცენტრების ასოციაცია -ახალსოფლის „მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი“

მუნიციპალიტეტი:

ყვარელი