08. ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ინტერპრეტაცია

კურსი განმარტავს, თუ რა იგულისხმება ეკონომიკურ განვითარებაში (ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგოდ), ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში (პირადი შემოსავლის ზრდის საწინააღმდეგოდ), გარემოს დაცვით და სოციალურ მდგრადობაში. აღწერს იმ პოლიტიკებსა და მიდგომებს, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისას ეკონომიკური და პირადი შემოსავლების ზრდიდან აქცენტი გადავიდეს უფრო ჰოლისტიკურ მიდგომებზე, სადაც საკვანძო კონცეფციაა ადგილის (გეოგრაფიული ერთეულის) მდგრადი განვითარება, მისი გარემოსდაცვითი, ეკონომიკური, სოციალური და ადამიანური განზომილებები. კურსი გამიზნულია ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკური ჯგუფის მოხელეებისთვის, რათა დაეხმაროს მათ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების იმგვარად დაგეგმვაში, რომ შედეგები მაქსიმალურად აისახოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და კეთილდღეობაზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin