ადგილობრივი თვითმმართელობის ინდექსის სტანდარტი

თვითმმართული ონ-ლაინ კურსი

ვისთვის არის კურსი:

კურსი გათვლილია მუნიციპალიტეტის მოხელეებისთვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

კურსის მიზანი:

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხეელებს კურსი დაეხმარება საკუთარი მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სფეროში არსებული საჭიროებების დადგენასა და მაღალი სტანდარტის დანერგვაზე მიმართული ღონისიებების დაგეგმვაში.

კერძოდ, კურსი მსმენელებს გააცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით გათვალისწინებული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტებს.

მოკლე აღწერა:

სასწავლო მასალა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის არსს და დანიშნულებას, სტრუქტურას, მეთოდლოგიის მოკლე მიმოხილვას, თითოეული კრიტერიუმის (103) განმარტებას და თვალსაჩინოებისთვის რეალურ მაგალითებს საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშველდებულების შეფასების 2017 და 2019 წლების ანგარიშებიდან.

კურსის ხანგრძლივობა და ფორმატი:

თვითმართული კურსით გათვალისწინებული მასალის სრულად გაცნობას ესაჭიროება 4 საათი. შესაძლებელია კურსის გავლა მონაწილისათვის მისაღები ტემპითა და ინტერვალებით. მასალა მოწოდებულია გახმოვანებული პრეზენტაციების სახით.

კურსის მიზანი და მოკლე შინაარსი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიმოხილვა

ქვესაკითხები:

    • ინდექსის არსისა და დანიშნულების შესახებ
    • ინდექსის ისტორია
    • ინდექსის სტრუქტურის და მეთოდოლოგიის მიმოხილვა
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

ბლოკის მიმოხილვა (მიზანი, რა საკითხებს ფარავს, სტრუქტურა )

ცალკეული ქვებლოკისა და შესაბამისი კრიტერიუმის წარმოჩენა და განმარტება

ელექტრონული მმართველობა

ბლოკის მიმოხილვა (მიზანი, რა საკითხებს ფარავს, სტრუქტურა )

ცალკეული ქვებლოკისა და შესაბამისი კრიტერიუმის წარმოჩენა და განმარტება

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება

ბლოკის მიმოხილვა (მიზანი, რა საკითხებს ფარავს, სტრუქტურა )

ცალკეული ქვებლოკისა და შესაბამისი კრიტერიუმის წარმოჩენა და განმარტება

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიმოხილვა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიზანია, საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების გზით, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და კორუფციის რისკების შემცირება.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი (www.lsgindex.org ) თვითმმართველობებში დასაქმებული და კარგი მმართველობის საკითხებზე მომუშავე ბევრი პირისთვის დღეს უკვე კარგად ცნობილი ინსტრუმენტია, რომელიც სწავლობს და აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. შეიძლება ითქვას, რომ ინდექსი სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტაა, რომლის მიზანი საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა და მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა და ინფორმირებულობა, ისევე როგორც მუნიციპალიტეტების მიერ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა, საქართველოს თვითმმართველობების სერიოზული გამოწვევაა. აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით 2015 წელს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) შეიმუშავა მუნიციპალიტეტების გამჭირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასების სტანდარტის პირველი ვერსია. .  აღნიშნული სტანდარტით  საპილოტედ შეფასდა საქართველოს 8 მუნიციპალიტეტი: ქალაქი გორი, გარდაბანი, მარნეული, ქალაქი რუსთავი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ქალაქი თელავი და ყაზბეგი. პირველი ეტაპი შეაფაა  CTC-ის ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, რაც რეალურად ატარებდა თვითშეფასების ხასიათს. მიღებული გამოცდილება CTC-ის დაეხმარა სტანდარტის შემდგომ დახვეწაში.  2016 წლის დასაწყისში იგივე მუნიციპალიტეტებში გაკეთდა უკვე გარე შეფასება, რომელიც CTC-ის მხარდაჭერით განახორციელეს ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.  პროცესში გარკვეული გაუმჯობესებები 6 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა – „კარგად დავინახეთ რომ მსგავსი სტანდარტის არსებობა ეხმარება თვითმმართველობებს შესაბამისი კარგი პრაქტიკის ინიცირებაში და ამ მიმართულებით საქმიანობის ორგანიზებაში”. ამავდროულად, სტანდარტის პირველი რედაქციის პილოტირებამ ნათლად აჩვენა, რომ სტანდარტი საჭიროებს სრულყოფასა და განვითარებას. მაგალითად, პირველი ვერსიის მიხედვით, სტანდარტის ყველა ინდიკატორს თანაბარი წონა ჰქონდა. თუმცა თვალსაჩინო გახდა, რომ რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება გამორჩეულად მეტ ძალისხმევასა და მზაობას საჭიროებს. შესაბამისად, აუცილებელი იყო ინდიკატორებისთვის სხვადასხვა წონის მინიჭება. „აღნიშნული ცვლილება ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეროვნულ დონეზე ინდექსის გასაკეთებლად და რეიტინგული სისტემის ფორმირებისათვის”  – გიორგი ტოკლიკიშვილი, თვითმმართველობის სფეროს სპეციალისტი, ინდექსის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი

სტანდარტის პირველი ვერსიის გამოცდის შემდეგ გადაწყდა, სტანდარტის ნაციონალურ დონეზე გავრცობა და ერთიანი ეროვნული შეფასების სისტემის დანერგვა. ამ მიზნით, 2017 წელს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა თანამშრომლობა –  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ღია საზოგადოების ფონდსა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს შორის. გამოცდილებისა და ექსპერტიზის შეჯერებით ერთობლივად შეიქმნა სტანდარტის მეორე რედაქცია, შემუშავდა ეროვნულ დონეზე შეფასების დეტალური მეთოდოლოგია, შეიქმნა მხარდამჭერი ელექტრონული პლატფორმა, მომზადდა შემფასებელთა გუნდი (20 სპეციალისტი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონალურ ორგანიზაციას წარმოადგენენ). ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის ეროვნული შეფასებისა და თვითმმართველობათა რეიტინგის სისტემის დანერგვას.

2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა პირველი ეროვნული შეფასების განხორციელება. სტანდარტით დადგენილი მეთოდოლოგიით შეფასდა ყველა მუნიციპალიტეტი, მომზადდა მათი რეიტინგი და შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა ელ-პლატფორმაზე. ასევე, შემუშავდა ერთიანი ეროვნული ანალიტიკური ანგარიშიც. შეფასების შედეგები ფართოდ გავრცელდა საზოგადოებაში, შესაბამის წრეებში და მოჰყვა მედიის მაღალი დაინტერესება და საკითხის აქტუალიზაცია. პირველმა ეროვნულმა შეფასებამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ სანდო საწყისი მონაცემების მოპოვება (baseline), რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო  შემდგომი დინამიკისა და პროგრესის ეფექტური გაზომვისათვის.

2019 წელს პარტნიორებმა  განახორციელეს რიგით მეორე ეროვნული შეფასება, რომელმაც დაადასტურა ინდექსის სიცოცხლისუნარიანობა და კიდევ უფრო გაზარდა მისი მნიშვნელობა და ავტორიტეტი. თვითმმართველობის ინდექსის განმახორციელებელი პარტნიორები გეგმავენ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ეროვნული შეფასების გამეორებას და იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თვითმმართველობის განვითარებაზე. ამ დროისთვის უკვე მიღწეული შედეგები  იმედის მომცემია. ინდექსის მაჩვენებლები ასახულია მთის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის   სტრატეგიებში, როგორც სამიზნე ინდიკატორები; ინდექსის მონაცემებს  ეფუძნება კარგი მმართველობის განვითარების არაერთი პროგრამა. მხოლოდ  ეს გარემოებები უკვე ადასტურებს ინდექსის საყოველთაო აღიარებასა და  გავლენას.

ამასთან, 2017 წელთან შედარებით 2019 წლის შეფასების საშუალო მუნიციპალური შედეგი 7 პუნქტით გაუმჯობესდა და 21%-დან 28% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საშუალო მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია და შორსაა ინდექსის მაქსიმალური მაჩვენებლისგან (100%), რეიტინგების შემოღების სისტემამ, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებზე დადებითი გავლენა იქონია და ხელი შეუწყო მიღწევისა და გაუმჯობესების მოტივაციას. არაერთ მათგანს გაუჩნდა სურვილი, დანერგოს მოქალაქეთა ჩართულობის დადებითი პრაქტიკები, გაზარდოს პროაქტიოულად გამოქვეყნებული ინფორმაციის მოცულობა და ხარისხი, მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული გახადოს საკუთარი ვებ-გვერდი და ა.შ. საბოლოოდ კი აჩვენოს უკეთესი შედეგი ეროვნულ შეფასებასა და რეიტინგში. ასე მაგალითად, 2017 წელთან შედარებით 2019 წელს სხვადსხვა მუნიციპალიტეტმა საკუთარი შედეგი 23, 24, 25, 26 და 34 პუნქტითაც კი გაზარდა.

შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს – მუნიციპალიტეტებს, ცენტრალურ ხელისუფლებას,  საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს – არსებული გამოწვევების უკეთ დანახვაში, მონაწილეობისა და გამჭვირვალობის დადებითი პრაქტიკების გამოვლენასა და გაუმჯობესების დაგეგმვაში;

პარტნიორები ფიქრობენ, რომ ინდექსის განვითარება გაგრძელდება მუნიციპალიტეტების განვითარების პარალელურად. თუმცა, არსებული ფორმით ის აქტუალური დარჩება სავარაუდოდ კიდევ 6-8 წელი. ამასთან, აუცილებელია მომავალში მეტი ყურადღება დაეთმოს შეფასების შედეგების პოპულარიზაციას, რაც კიდევ უფრო მრავალმხრივ გამოყენებადს გახდის შეფასების შედეგებს.

 ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 103 კრიტერიუმს აერთიანებს.

მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორ-მაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლო-კი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფას-დება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვი-ლი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.

გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება შემდეგი დამატებითი საშუალებები:მუნიციპალურ ორგანოსთან სატელეფონო კომუნიკაცია;„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყ-ნებული სამართლებრივი აქტების შესწავლა; სხვა ოფიციალური (ონლაინ) წყაროების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო. ფასდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებისა. შემფასებლის სტატუსით პროცესში მონაწილეობას იღებენ რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეფასება ხორციელდება ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით.

პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლით, გაეცნონ საკუთარი შეფასების შედეგებს და გამოთქვან შენიშვნები. პროექტის გუნდი ყველა დასაბუთებულ შენიშვნას ითვალისწინებს შეფასების საბოლოო ანგარიშში.

 

I ბლოკი - საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

II ბლოკი - ელექტრონული მმართველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 2021 ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.