Tvitmmartveloba.ge კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC)  (www.ctc.org.ge) ვებ-გვერდია, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით CTC -ის საქმიანობა, მისი პროდუქტები და შექმნილი რესურსები.

წლებია კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი აქტიურად ჩართულია საქართველოში მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების საკითხებში. რადგან მიაჩნია, რომ ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას.

 საქმიანობის ფორმები და სერვისები

  • გამოყენებითი კვლევები მუნიციპალური და რეგიონული განვითარების სფეროში
  • დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირება;
  • ადგილობრივ მოხელეთა სასწავლო პროგრამების განვითარება;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი ეროვნული ინდექსის წარმოება პარტნიორებთან ერთად (org);
  • CTC-ის მიერ შემუშავებული მუნიციპალური მომსახურების ხარისხის თვითშეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT) დანერგვა საქართველოს მუნიციპალიტეტებში;