კულტურის განვითარების მხარდაჭერა: EU4Culture ქალაქებისთვის კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის ახალი პროექტი EU4Culture, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ოთხი ქვეყნის — აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ქალაქებისთვის (არა — დედაქალაქებისთვის) კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება.

ქალაქებს, რომლებიც კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ, განაცხადების შეტანა 30 ივნისამდე შეუძლიათ. აპლიკანტებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა და წინადადებების წარდგენა გოეთეს ინსტიტუტის სააპლიკაციო პორტალზე (GAP).

თავდაპირველად თითოეულ ქვეყანაში ხუთი ქალაქი შეირჩევა, რომლებიც სრული საკონკურსო განაცხადის დასაწერად 1,000 ევრომდე ოდენობის  გრანტს მიიღებენ. მომდევნო ეტაპზე თითოეული ქვეყნიდან მაქსიმუმ სამი ქალაქი მიიღებს 30,000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიის სრული ვერსიის მოსამზადებლად. საბოლოოდ კი, თითოეულ ქვეყანაში ერთი ქალაქი მოიპოვებს 300,000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

სრულად კონკურსის დეტალები იხილეთ: https://euneighbours.eu/ka/east/stay-informed/news/kulturis-ganvitarebis-mkhardachera-eu4culture-kalakebistvis-konkurss

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin