მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმის განვითარების კონცეფცია

დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული საჩივრისა და მოსახლეობასთან არაფორმალური უკუკავშირის მექანიზმების განვითარების ხედვას. მისი მიზანია, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული საჩივრის და არაფორმალური უკუკავშირის მექანიზმების განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის ნდობას და მომხმარებლების კმაყოფილებას.

კონცეფციის პრინციპების შესაბამისად შემუშავდება: 1) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პროცედურული სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისთვის და 2) მუნიციპალიტეტებში უკუკავშირის მართვის სახელმძღვანელო.

დოკუმენტი მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.