ა.წ-ის 25 იანვარს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC)  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: საჯარო მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელი.

აღნიშნული მოდელი CTC-იმ 2019 წელს შეიმუშავა UNDP-ის მხარდაჭერით და 2020 წელს წარმატებით დანერგა სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო 2021 წელს – კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრა წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის დაახლეობით 90-მა წარმომადგენელმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა განიხილეს მოხელეთა სწავლების ინტერმუნიციპალური მოდელის უპირატესობები, დანერგვის პრაქტიკა, გამოწვევები და იმსჯელეს საქართველოს სხვა რეგიონებში მისი დანერგვის პერსპექტივებზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ ფარგლებში.