2023 წლის 21 ნოემბერს, #IDFI-მ, პარტნიორ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან #CTC -სთან და #MSDA-სთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაცია გამართა.
2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი შეფასების 100%-იან სკალაზე 33%-ია, რაც 5%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი 33%-ია, რაც 5%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.
მუნიციპალიტეტებმა შედეგები გააუმჯობესეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტებში. თუმცა, შემცირდა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებლები.
იხილეთ სრული კვლევა: https://shorturl.at/cgrx2
შედეგები ხელმისაწვდომია: www.lsgindex.org