07. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტების მართვა

განვითარების პრაქტიკოსებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა აზრით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია სიღარიბის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვს. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები მიზნად ისახავენ არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას, არამედ მოიცავენ სოციალურ ასპექტებსაც, წაახალისებენ თანამონაწილეობასა და ჩართულობას, მიმართული არიან ადგილობრივი რესურსებისა და

პოტენციალის გამოყენებაზე. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების რეალიზაცია ხშირად განვითარების პროექტების მეშვეობით ხდება. კურსი შემუშავებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. მისი მიზანია მონაწილეების ცოდნისა გარღმავება პროექტის შემუშავების, მართვის, მონიტორინგისა და შეფასების საფუძვლებში და პრაქტიკული უნარების განვითარება ოპერაციულ დონეზე სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin