მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)
MUSQAT-ი არის მუნიციპალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი შემუშავდა სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ინსტრუმენტების (ISO 9001 QMS, IWA 4, ISO 18091, ISO 37120, CAF), საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და შესაბამისი სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინებით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ.
მიზანი
MUSQAT-ის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებს ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროცესის დაგეგმვაში
MUSQAT-ი ადგენს მუნიციპალური მომსახურების მინიმალურ სტანდარტს, რაც გულისხმობს:
მუნიციპალიტეტში საკვანძო სერვისების განვითარების სტრატეგიის, სერვისის მიწოდებისა და გაუმჯობესების პროცესებისა და პროცედურების არსებობას;
მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას — მიზნობრივი ჯგუფების დაფარვის მასშტაბს